„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი, ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი გარეგნობით აღაფრთოვანებს საზოგადოებას. ჯანეტ ქერდიყოშვილის ფოტოები, რომლებსაც ის Instagram- ზე მეგობრებს უზიარებს სითბოთი და ნათელი ფერებითაა გაჯერებული. მაგრამ, მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ყოფნისას, მას სულ სხვანაირად უბრწყინავს დიდი ლურჯი თვალები.
ოჯახური იდილიითა და სიყვარულით აღსავსე ფოტოებსა და ვიდეოებზე, ადვილი დასაფიქსირებელია, რომ ოჯახის წევრები უახლოესი მეგობრებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯანეტის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მშობლებისგან შორს ცხოვრობდა- ისინი მოსკოვში, მოდელი კი- მილანში, ერთმანეთის მონახულებას საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ.
უცნობი არაა, რომ „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ბიზნესმენ ჯემალ ქერდიყოშვილის ქალიშვილია. მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. მამა ჯანეტს ბავშვობიდან პრინცესად ზრდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანეტმა წლების წინ მილანში დიზაინერის ფაკულტეტზე ჩააბარა და სურდა საკუთარი ბრენდის შექმნა, მაგრამ არ უნდოდა ფინანსურად მამის დახმარება.
ჯანეტის მშობლები აფხაზეთში გაიზარდნენ, ხოლო ჯანეტი რუსეთში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგში დაიბადა და სკოლის წლების იქ გაატარა. დედას ემმა ხაჟომია ჰქვია. ქალბატონი იმდენად დახვეწილია, რომ არავის უჩნდება კითხვა- თუ ვის გავს თვალისმომჭრელი სილამაზით გამორჩეული ჯანეტი. რომელიც ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი პროიუსერის ნოე სულაბერიძის მესამე რჩეული გახდა.
ჯანეტს ერთი ძმა ჯემალ ქერდიყოშვილი ჰყავს. მოდური ჩაცმულობით და დასთან განსაკუთრებული მეგობრობით გამორჩეული ჯეკო, მრავალი გოგოს სასურველი მამაკაცი. უმცროსი ძმა მომავალი დიპლომატია. და-ძმა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მოსიყვარულე დედმამიშვილების ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვება, საკმარისია, მათ ერთად თბილის ფოტო გამოაქვეყნონ.
ალბათ, თბილისში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ოჯახის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. მათი ოჯახური ჰარმონია და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უბრალოდ ფოტოდანაც იგრძნობა.