დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი, შესაძლოა, ძალზე დაძაბული იყოს, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც დიდ გეგმებს აწყობდა. არ გაგიკვირდეთ, თუ დაირღვა ძველი შეთანხმებები და ახალი მოკავშირეების ძებნა მოგიწიათ. დღის მეორე ნახევარში ბევრად მშვიდი იქნება, მოგეცემათ რთულ სიტუაციაში გარკვევის საშუალება. არ შეუშინდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთულად გამოდის. თქვენ ნერვიულობთ, ყურადღება გეფანტებათ. მოსალოდნელია გაუგებრობები სამუშაოზე, სირთულეები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებისას. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ: ცოტა დრო გაივლის და ყველა მიხვდება თქვენს სიმართლეს. დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს. დღეს არ აიღოთ ვალი და არც სხვას მისცეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის პირველ ნახევარში ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან გრძნობთ, რომ თქვენზე ზეწოლას ცდილობენ. საღამოს მოახლოებასთან ერთად ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ბევრი უთანხმოება და კამათი წარსულს ჩაბარდება . გულახდილობისა და გულწრფელობის წყალობით, ურთიერთობების გამოსწორებას შეძლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი კარგია ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია სრულიად სხვადასხვა საკითხის განხილვა. გექნებათ შანსი, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე, რომლებიც შემდეგ, შესაძლოა, თქვენი საიმედო მოკავშირეები გახდნენ. მოგვიანებით კარგი იქნება, თუ დამოუკიდებელ მუშაობაზე გადაერთვებით, რადგან ერთობლივ საქმიანობაში სირთულეებია მოსალოდნელი.

მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ღალატის პატიება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

შესანიშნავი ნაყოფიერი დღეა. იქნება მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის შანსი. კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ და არავის აძლევთ საშუალებას, გონება აგირიოთ. გარშემომყოფებს ყოველთვის არ მოსწონთ ის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ხელის შეშლას, დიდი ალბათობით, ვერავინ შეძლებს. მიუხედავად ბევრი საქმისა, მაინც მოახერხებთ ახლობლებთან ურთიერთობას. საღამოს ზოგიერთი თქვენგანი სასიყვარულო აღიარებას მოისმენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი იქნება. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე, შეუდგეთ ყველაზე თამამი იდეების რეალიზებას. შესაძლოა, ვინმე შეეცადოს, რომ გადაგათქმევინოთ ჩანაფიქრის, მაგრამ თქვენ მტკიცედ იქნებით განწყობილი. ახლა მართლაც საკუთარი ინტუიციით მოქმედება სჯობს და არა სხვების რჩევებით. დღის მეორე ნახევარი მცირე, მაგრამ მრავალრიცხოვან პრობლემას მოიტანს, რომლების გადაწყვეტასაც დრო დასჭირდება. ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და არ გაღიზიანდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დღე მნიშვნელოვანი გამარჯვებების საშუალებას იძლევა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, რა გაქვთ პირველ რიგში გასაკეთებელი. მოსალოდნელია, რომ საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. არ დაივიწყოთ დასვენება, ზედმეტი დატვირთვა ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მარტივი დღე არ გელოდებათ. დღის პირველ ნახევარში ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უნარი გიხსნით არაერთხელ. შესაძლებელია შეფერხებები საქმეში, შეცდომები გათვლებში, მაგრამ ისეთი პრობლემა, რომელსაც ვერ გაუკლავდებით, არ იქნება. მოგვიანებით სერიოზული ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. იღბალს ნუ მიენდობით. იყავით ძალზე ფრთხილი ნებისმიერ დოკუმენტთან მიმართებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

შესაძლებელია მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა, მაგრამ მხარდაჭერა დაგჭირდებათ. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ საიმედო მოკავშირეები. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ - დღეს ძვირადღირებული ნივთების ყიდვისთვის სათანადო დღე არ არის. ასევე არასასურველია რამე ფინანსური ვალდებულების აღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

მშვიდი, მაგრამ საკმაოდ დამღლელი დღეა. თქვენს ყურადღებას უამრავი მცირე საქმე მოითხოვს, რომლებსაც ვერავის დაავალებთ. ყველაფერს გააკეთებთ, მაგრამ ქანცი გამოგეცლებათ. დღის მეორე ნახევარში არ დაგეგმოთ არც შორეული მგზავრობა და არც მნიშვნელოვანი შეხვედრები. ასევე, არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ახლა სიტუაციის სწორი შეფასება გიჭირთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ რთული დღეა, წარმატებების მიღწევის შანსი მაინც გაქვთ. და ეს ყველაფერი სიმშვიდის შენარჩუნებით იქნება შესაძლებელი. დღეს მიღებული ბევრი გადაწყვეტილება ნაყოფს, შემოსავლების გაზრდისა და პროფესიული პოზიციების გამტკიცების სახით, მომავალში მოიტანს. ბევრი თქვენგანი შეძლებს ოჯახური პრობლემის გადაწყვეტას. ჯერ კარგად დაგეგმეთ და მოქმედებაზე შემდეგ გადადით.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღე სასიამოვნოთ, თუმცა, არც ისე ნაყოფიერად ჩაივლის. უფრო კარგი დღეა სამომავლო გეგმების დაწყობისა და განხილვისთვის, ვიდრე რამე მოქმედებებისთვის. გაქვთ შანსი, რომ ძალზე საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. მხედველობიდან არ გეპარებათ მცირე დეტალებიც კი, რაც შეცდომების თავიდან არიდებაში გეხმარებათ. ახლობლებთან ურთიერთობები სიამოვნებას მოგიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0