თუ გინდათ დროზე სექსი, „მარშრუტკა", ან ყოფილთან შეხვედრა: თანამედროვე ხალხური მინიშნებები

© Pixabay / geraltყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე
ყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ცრურწმენები და მინიშნებები ნამდვილად საიმედოა. ალბათ ყველას გამოგიცდიათ რა ხდება, როცა სამარშრუტო ტაქსის ელოდებით და...

ხალხური მინიშნებები საოცრად არასტაბილური საქმეა. მარილი დაგეფანტათ? იმდენად განერვიულდებით ჩხუბის მოლოდინში, რომ მართლა იჩხუბებთ. ხელისგული გეფხანებათ? იქნებ საქმე სულაც არაა ფული, არამედ, უბრალოდ, ხელები გაქვთ დასაბანი...

ქალი გვირილით - Sputnik საქართველო
თუ ყური გიხურთ: ხალხური მინიშნებები და რჩევები

მაგრამ ეს არ ეხება თანამედროვე ცრურწმენებს, რომლებსაც რომანტიკულს ვერ უწოდებ, მაგრამ, სამაგიეროდ, საიმედოა, რომელიც, ალბათ, ყველას გამოგიცდიათ.

თუ გინდათ თქვენი „მარშრუტკა" მოვიდეს, უნდა მოწიოთ. თუ ბოლო სიგარეტია კოლოფში, „მარშრუტკა" მეორე ნაფაზის დარტყმამდე მოვა, თუ არა – სანამ ნახევარ სიგარეტს მოწევთ – გარანტია – 100%.

მოგწყინდათ ზამთარი და თოვლი? გაზაფხულის მოსვლას საშველი აღარ დაადგა?.. საკმარისია ბაკურიანისთვის მზადებას შეუდგეთ – იყიდოთ თხილამურები, სპორტული კომპლექტი და... ხოლო თუ „პირველ მერცხალს" დაუჯერებთ და აგარაკზე საგაზაფხულო სამუშაოებს დაიწყებთ, თოვლი და ყინვა გარანტირებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0