თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამების ტაძართან ახლოს, კუმისის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ცეცხლი კუმისის ქუჩის N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე ჯერ კიდევ მობილიზებულია ცხრა სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.