Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოსკარზე წარსადგენი წყვილია“ - ნინო კუზანოვამ ქალიშვილის ქორწილის ახალი ფოტოები გაავრცელა

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვებმა ერთადერთი ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ დააოჯახეს.

ბაია კუზანოვას და გიორგი ბეჟაშვილის წყვილი საბერძნეთის უმშვენიერეს კუნძულ კრეტაზე თაფლობისთვის აღსანიშნავად გაემგზავრა. სიდედრი კი მეგობრებს სოციალურ ქსელში ქორწილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

ნინო ნადირაძე-კუზანოვას ოჯახი დიდი აქტუალობით გამოირჩევა. საკმარისია, ვინმემ გვარი კუზანოვი გაიგოს, ჯერ დიდი ივა კუზანოვი ახსენდებათ, შემდეგ გუგა კუზანოვი. მოგეხსენებათ, გუგას და ნინოს ორი შვილი ჰყავთ - ბაია, რომელიც მშობლების პროფესიას წარმატებით ეუფლება და ივიკო, რომელიც 16 წლის არის და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა.

ნინომ და გუგამ ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ გაათხოვეს. ბაიას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. მან სოციალურ ქსელში პოსტი, კუნძულ კრეტადან პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ბაიასთან შეუღლება მეგობრებს კიდევ ერთხელ ამცნო.

ნინო ნადირაძე შვილის ფოტოების გამოქვეყნებას არ წყვეტს. რამდენიმე საათის წინ სიძის და ქალიშვილის ფოტო ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წყვილი მოტოციკლეტზე ზის და ბაია ქმარს ეხუტება. როგორც ჩანს, უფრო მეტ ფოტოს ნინო სულ ცოტახანში ისევ ატვირთავს. მან ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი ცაავა ფოტოზე მონიშნა და დაწერა "შენ დანარჩენ ფოტოშედევრებს მოუთმენლად ველი!“

მიუხედავად იმისა, რომ ბაია სოციალურ ქსელში დედასთან შედარებით, დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, კუნძულიდან ფოტო გამოაქვეყნა.

წყვილი, ბედნიერად გამოიყურება და როგორც ჩანს, თაფლობისთვის რუჯიც ძალიან უხდებათ. ფოტომ მეგობრების, ცნობილი სახეებისა და თაყვანისმცემლების დიდი ყურადღება გამოიწვია და მილოცვების ტალღაც არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0