შავ ზღვაში მოზარდი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

CC BY 2.0 / Ivan Kurmanov / Ureki Beachურეკის სანაპირო
ურეკის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაღუპული 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ურეკის სანაპირო - Sputnik საქართველო
ურეკში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო

თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მისივე ცნობით, სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა ასევე ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.

ყველა ახალი ამბავი
0