ყალბი რეცეპტების გამოწერა-გასაღებისთვის ბორჯომში ექიმი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული მოქმედი ექიმია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბორჯომში დააკავეს ექიმი, რომელიც ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბ რეცეპტებს ამზადებდა და ასაღებდა, იუწყება პროკურატურის ვებგვერდი.

დაკავებული მოქმედი ექიმია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0