ტორტის ბისკვიტი პენოპლასტით: „მივუტანეთ და იქით გვეჩხუბნენ, სულ ესეაო და არ იცოდითო?“

CC0 / Pixabay / ნამცხვრები
ნამცხვრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალმა ტორტი იყიდა, რომელშიც პენოპლასტი აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელში ლელი ბლაგონრავოვა ტორტის ბისკვიტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პენოპლასტით არის დამზადებული. ქალი წერს, რომ ტორტი შვილის დაბადების დღისთვის იყიდა, გასაფორმებლად კი მარციპანისგან ჭიამაიაც დაამატეს, რაც 12 ლარი ღირდა.

„რომ დავიწუწუნეთ, პასუხად მარცეპანია სულ და იჭმევაო, იმიტომ ღირს ძვირიო. მეუბნება გამყიდველი. მოკლედ ბევრი ნერვიულობის შემდეგ დღეს მივუტანეთ და იქით გვეჩხუბნენ სულ ესეაო და არ იცოდითო? არა ბატონო, არ ვიცოდით რომ ტორტების მაღაზიაში ბისკვიტის მაგივრად შეიძლება პენოპლასტი იყიდოთ. კარამელი / caramel“ – წერს ლელი ბლაგონრავოვა.
ყველა ახალი ამბავი
0