რას ვჭამთ: შავი ზღვის კურორტებზე 12 კვების ობიექტი დაიხურა

გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე როტაციის პრინციპით ობიექტების კონტროლი მეორე წელია ტარდება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზკვების 12 ობიექტი დახურა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: ბათუმის აგრარული ბაზრიდან ნახევარ ტონაზე მეტი უვარგისი ხორცი ამოიღეს

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფების მიერ როტაციის პრინციპით ერთ თვეში 151 ობიექტი შემოწმდა.

ექსპერტებმა 12 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობების ფაქტები გამოავლინეს, რის საფუძველზეც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერეს, საზკვების ობიექტების მეპატრონეებს კი აუცილებელი სტანდარტების შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ატარებენ კვების ობიექტების შემოწმებას, რა დროსაც ყურადღება ექცევა ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, პროდუქტების ვადებსა და შენახვის პირობებს.

როტაციის პრინციპით ობიექტების კონტროლი მეორე წელია ტარდება.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნეს-ოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია.

ყველა ახალი ამბავი
0