Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უნდა დაგემშვიდობოთ...“ – ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა

გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ახალი სატელევიზიო სეზონიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს.

კატალინა დიდა - Sputnik საქართველო
ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი დაქორწინდა - წყვილის ფოტოები

როგორც ნანუკა „ფეისბუქზე“ წერს, ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დაუბრუნდება მაყურებელს და, ამ დროის გეგმებით, მისი გადაცემა ისევ „რუსთავი 2“-ზე იქნება, „ხოლო თუ რაიმე შეიცვლება, ყოველთვის ნახავს ადგილს მაყურებელთან შესახვედრად“.

„ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ. ექნება სხვა სახელი, იქნება პირდაპირი ეთერი. იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით“, – წერია პოსტში.

ტელეწამყვანის თქმით, “ნანუკას შოუ” ოქტომბერში 10 წლის ხდება და სწორედ ამიტომ ემშვიდობება ეს გადაცემა მაყურებელს.

ყველა ახალი ამბავი
0