ეკონომიკის სამინისტრო: სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ავიაკომპანიას შეუძლია

© courtesy of Georgian AirwaysGeorgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის თავზე
Georgian Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ავიაკომპანიების გარდა, რომლებიც რუსეთში ერევნის გავლით იფრენენ, სუბსიდიებს მიიღებენ ისინიც, ვინც ბრიუსელსა და ლონდონში ახორციელებენ რეისებს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ავიარეისების სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ავიაკომპანიას შეუძლია, იუწყება პირველი არხი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შეთანხმება არც ერთ კომპანიასთან არ არის გაფორმებული.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა>>

„საქართველოს მთავრობის ორი დადგენილებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" ერთჯერადად, მარკეტინგული სტიმულირების მიზნით, მიეცა უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს", – აღნიშნეს სამინისტროში.

Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების აკრძალვის გამო მილიონობით ზარალი ნახა

ასეთ მიმართულებებად განისაზღვრა ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი. ამ დადგენილების მიღების მიზეზი 20 ივნისის შემდგომი მოვლენები გახდა, რამაც რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოს ეკონომიკას მოულოდნელი დარტყმა მიაყენა.

ზარალი მიადგა როგორც ტურისტულ, ისე საავიაციო ბიზნესს. მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და პროფილურ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ სტიმულირების პაკეტი შეიმუშავა. ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ შეირჩა ორი უმნიშვნელოვანესი ევროპული მიმართულება – ლონდონი და ბრიუსელი, განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

„რაც შეეხება ერევანს, ამ მიმართულების დამატება ითხოვეს ქართველმა ტუროპერატორებმა, რომელთაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შევხვდით. გარდა ამისა, ერევნის ხაზი მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გაურთულდა მიმოსვლა საქართველოში", – აღნიშნავენ სამინისტროში.

ნებისმიერ ავიაკომპანიას, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, ექნება შესაძლებლობა, სტიმულირების პროგრამის დაწყების შემდეგ განაცხადი შეიტანოს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".

„ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ განხორციელდება არა სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ მოხდება ერთჯერადი მარკეტინგული სტიმულირება, რომელსაც შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" გასცემს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით", – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია Armenia თბილისიდან მოსკოვში ფრენებს განახორციელებს>>

საუბარია 600-600 ათასი ევროს გამოყოფაზე პირდაპირ რეისებზე ბრიუსელიდან და ლონდონიდან, ასევე ტრანზიტულ ფრენებზე რუსეთში ერევნის გავლით.

ყველა ახალი ამბავი
0