ჯულია რობერტსმა აღიარა, რომ „ლამაზმანს“ სხვა დასასრული ჰქონდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიჯულია რობერტსი
ჯულია რობერტსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯულია რობერტსი ლამაზმანის (Pretty Woman) დასასრულის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, ფილმი სხვა სცენარის მიხედვით გადაიღეს.

ჯულია რობერტსმა და მისმა კოლეგამ პატრიცია არკეტმა Variety-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ფილმ „ლამაზმანს“ განსხვავებული სცენარი და დასარული ჰქონდა.

თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველ ლამაზმანს რეკლამაში ჯულია რობერტსთან ერთად გადაიღებენ

მსახიობებმა განაცხადეს, რომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში ფილმის „3000“ კასტინგში მიიღეს მონაწილეობა. რობერტსი ფილმში როლზე დაამტკიცეს, მაგრამ ვერ მოახერხა მონაწილეობა – კომპანია დაიხურა და გადაღებები ჩაიშალა.

გადაწყდა, რომ ფილმ „3000“-ის გადაღებული კადრების ფირები ფილმ „ლამაზმანში“ გამოეყენებინათ, სადაც სრულიად განსხვავებული ფინალი იყო.

მსახიობი იხსენებს, რომ რიჩარდ გირის გმირს ფილმის დასასრულში „ლამაზმანი“ მანქანიდან უნდა ჩამოეგდო, „თანხა სახეში უნდა მიეყარა და ბინძურ გარეუბანში დაეტოვებინა“.

მელოდრამა „ლამაზმანის“ პრემიერა 1990 წელს შედგა. ფილმი ფინანსისტ ედუარდ ლუისის და მეძავი ვივიენის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.

ყველა ახალი ამბავი
0