Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნერვებს მიშლი!“ – ნუკი კოშკელიშვილს ქრისტინე იმედაძე აღიზიანებს, რა მოხდა მათ შორის?

© photo: courtesy of Mari Shengelia"სამის" ნამუშევარი
სამის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალ და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძის მიერ გაზიარებულ სექსუალურ ფოტოს უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა...

მაგრამ ნუკი კოშკელიშვილს რაღაც არ მოეწონა და კოლეგას უცნაური კომენტარი დაუწერა. რა გახდა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების დაპირისპირების მიზეზი? ნუკი კოშკელიშვილს და ქრისტინე იმედაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ცნობილ ქართველ ვარსკვლავებს რამდენიმე წლის წინ ერთნაირი აღნაგობა ჰქონდათ. ნუკის გათხოვებას და მშობიარობას კი ცელულიტი, არასასურველი კილოგრამები და ამასთან ბრძოლა მოჰყვა.

მან ტანწერწეტა ქრისტინე იმედაძეს, სადაც მომღერალი რუჯს, ცეცხლოვან ტანსა და საცურაო კოსტიუმს მოხდენილად აჩენს, ხუმრობით "ნერვებს მიშლი" დაუკომენტარა. ამასთანავე რამდენიმე ღიმილის და ცეცხლის ემოჯი დაურთო, რითიც ქრისტინეს ფორმები და სექსუალური ტანი აღნიშნა. 35 წლის ქრისტინეს ნამდვილად შესაშური ფორმები აქვს. გარდა იმისა, რომ ტელეწამყვანი ბავშვობიდან ბალეტითა და ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მისი ტანის იდეალურობა გენეტიკამაც განსაზღვრა.
როგორც ჩანს, ნუკი კოშკელიშვილი წონის პრობლემებს თვალს ვერ უსწორებს. დიეტებსა და სხვადასხვა რეცეპტებს მომხმარებლებს სოციალურ ქსელში სთხოვს და თავადაც აქვეყნებს. ამიტომ გახდა ქრისტინე იმედაძის დახვეწილი და გამხდარი ტანი მსახიობის „ნერვების მოშლის“ საბაბი. ქრისტინე იმედაძემ ხუმრობას ხუმრობით უპასუხა – „მეგობრებიდან წამშალე თქო როგორ შემოგთავაზო?!“
ქრისტინე ცნობილი ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია. ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. სამწუხაროდ, მათი ქორწინება წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. წყვილს ქორწინებიდან გოგონა ტაისია შეეძინა.

ყველა ახალი ამბავი
0