„ეს ჩემი საქართველოა" – კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად

© photo: courtesy of Didgoriანსამბლი „დიდგორი"
ანსამბლი „დიდგორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის სტუმრები გაეცნობიან ვიდეო- და ფოტოკოლაჟებს საქართველოს ტურისტული რესურსების შესახებ.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში" ფარგლებში ანსამბლი „დიდგორი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში დღეს, 29 ივლისს კონცერტს გამართავს, შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები, აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის განცხადებაში.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, რეპერტუარის ძირითადი წყარო ძველი საარქივო ჩანაწერებია. „დიდგორი" გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობითა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით.

ღონისძიების სტუმრები ასევე გაეცნობიან ვიდეო- და ფოტოკოლაჟებს საქართველოს ტურისტული რესურსების შესახებ. კონცერტის პარალელურად ცენტრის გალერეაში გამოფენილი იქნება ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული სამოსი, თექის ნამუშევრები და სხვ.

ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შემოვიდა - Sputnik საქართველო
„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში 8 იახტა შევიდა

გარდა ამისა, გამოიფინება ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ნამუშევრები ციკლიდან „ეს ჩემი საქართველოა".

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფოლკლორის ცენტრის ეზოში კონცერტები და გამოფენები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და რესტორანი Eco Garden.

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი" 2004 წელს შეიქმნა. წელს ანსამბლი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – აქტიური სოციალური კამპანიაა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0