მშვენიერი მოდელი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა „მის ტალანტმა“ მოუტანა.
View this post on Instagram
16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით ვითარდება. წელს ირინამ კავკასიის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომი წარმატებით დაიცვა და, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო კარიერაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არ მოდუნდა და სწავლა სხვა სპეციალობით განაგრძო. ამის შესახებ კი საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „ტუჩები ცოტა კი მოვიჭამე, მაგრამ მე ეს შევძელი! სადიპლომო ნაშრომი დაცულია“.
აღმოჩნდა, რომ ირინა ონაშვილი მაგისტრატურაზე სწავლობს. 19 ივლისს ვიდეო ატვირთა, რომელზეც დიპლომის გადაცემის ცერემონიაა გადაღებული. გამოქვეყნებულმა ვიდეომ უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. კომენტარებში კეთილი სურვილები და პოზიტიური მილოცვა ჯერ კიდევ არ წყდება.
გაზიარებულ ვიდეოზე კითხვები არ წყდებოდა - თუ რომელ ფაკულტეტს ან სპეციალობას მიანიჭა უპირატესობა. მოგვიანებით, ფოტოც გაასაჯაროვა წარწერით „Master of Social Sciences - სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი", რითაც ფანებს დამატებითი სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა.
34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. ამ უკანასკნელი ნაბიჯით კი ყველას მოტივაციას ჰმატებს, რომ სწავლა გვიან არასდროს არ არის...