თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ჩვენ ვთხოვთ უფალს წყალობას გაჭირვების დროს, თუმცა უფლისთვის მადლობის შეწირვა გვავიწყდება.
პატრიარქმა ქადაგებისას ლოცვა „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" აღავლინა და მრევლს ერთად გალობისკენ მოუწოდა.
„ეს ლოცვა წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, როცა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია იყო ბიბლიოთეკა, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით, თითქოს წიგნების წასაკითხად, სინამდვილეში პარაკლისს ვასრულებდით და აი, ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა – „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს“, - აღნიშნა ილია მეორემ.
სვანეთში კვირიკობაა - დღესასწაულის ისტორია >>
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.