თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 ივლისი 2019, 12:09
უწყების ცნობით აზერბაიჯანის მოქალაქე, 30 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
