ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა ბაქოში 13 მედალი მოიპოვეს

© photo: Georgian National Olympic Committee / FBსაქართელოს დროშა ბაქოში XV ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე
საქართელოს დროშა ბაქოში XV ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ფესტივალის საერთო გუნდურ ჩათვლაში 13 მედლით 21-ე ადგილი დაიკავა

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ბაქოში XV ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ოლიმპიური ფესტივალი აზერბაიჯანის დედაქალაქში 21–27 ივლისს გაიმართა. ფესტივალში 14-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. თამაშებში ევროპის 48 ქვეყნის 3900 სპორტსმენი და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. პროგრამაშია სპორტის 10 სახეობა. საქართველოს ნაკრები სპორტის ექვს სახეობაში 36 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრები სპორტის ექვს სახეობაში 36 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქართველმა სპორტსმენებმა იასპარეზეს ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა მედლები სპორტის ორ სახეობაში - ძიუდოსა და ჭიდაობაში დაიმსახურეს. სულ ქართველებმა მოიპოვეს 13 მედალი - ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს ჯილდო. შედეგად საქართველომ ფესტივალის საერთო გუნდურ ჩათვლაში 13 მედლით 21-ე ადგილი დაიკავა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა რუსეთმა 66 მედლით - 28 ოქროს, 17 ვერცხლის და 21 ბრინჯაოს. მეორე პოზიციაზე არიან ბრიტანელები, რომლებმაც 25 მედალი მოიპოვეს (11, 12, 2).

ევროპის ახალგაზრდული საზაფხულო ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ტარდება. ფესტივალი პირველი მრავალპროფილური ევროპული ღონისძიებაა 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის და ის ორ წელიწადში ერთხელ ზაფხულისა და ზამთრის ფორმატში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0