პრობლემა ისაა, რომ ჩვენში მანქანის მოვლა- პატრონობა იციან და საკუთარი სხეულის ანატომიაზე წარმოდგენა არ აქვთ
„როგორც ექიმი ვაცხადებ, რომ ჩვენში თავისუფალი სექსის დეფიციტია, როცა მე მეან-გინეკოლოგიას გავდიოდი, ზემო აჭარაში იყო ოჯახები, რომლებმაც ორი წლის მანძილზე არ იცოდნენ როგორ დაემყარებინათ სექსუალური კავშირები, შემდეგ მიაკითხეს ექიმს და უთხრეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ამიტომ სკოლებში შესაბამისი საგნის შემოღება აუცილებელია“, - ამბობს პაატა თედიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
პაატა თედიაშვილი - მომღერალი, მოცეკვავე, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგოც პროვოკაციების დიდოსტატი. პროფესიით ექიმია და ერთი პერიოდი სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს კერძო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა. იყო სტუდია „ოქროს ფარის" სამხატვრო ხელმძღვანელი.