ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში გავიდა

© REUTERS / CARL RECINEნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს მოუგო

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-16 ადგილი АТР-ს რეიტინგით) ჰამბურგში АТР-500-ის სერიის ტურნირის ფინალშია.

რთულ და დაძაბულ ნახევარფინალში ბასილაშვილმა სამ სეტში - 6:4, 4:6, 7:6 მოუგო გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს (5). მატჩი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა >>

პირველი ორი პარტია თანაბარი ბრძოლით წარიმართა. თავდაპირველად ქართველმა ბრეიკი გააკეთა და სასტარტო სეტი მოიგო, მეორე პარტიაში კი ჩაწოდებაზე უკეთესად მოქმედებდა ზვერევი, რომელმაც ორი ბრეიკ-პოინტი მოიგო, ბასილაშვილმა - ერთი.

მატჩის გადამწყვეტი პარტია დრამატული გამოდგა. თავიდან ჩვენმა ჩოგბურთელმა ზვერევის ჩაწოდება აიღო და დაწინაურდა - 3:0. თითქოსდა, ასეთი უპირატესობის დაკარგვა შეუძლებელია.

თუმცა, გერმანელმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილის ჩაწოდება ორჯერ აიღო და წინ გავიდა - 5:3. ამასთან მეცხრე გეიმში ზვერევს ორი მატჩ-ბოლი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა მათი მოგება შეძლო, ხოლო მეათე გეიმში უკუბრეიკის გაკეთება შეძლო.

ფინალში გასვლის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უძლიერესი  ბასილაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 7:5 მოიგო.

ფინალში ბასილაშვილი შეხვდება გამარჯვებულს წყვილში ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) - პაბლო კარენო ბუსტა (ესპანეთი).

უიმბლდონის კორტები - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. წელს ფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა დაიცვა 300 სარეიტინგო ქულა და ფინალში წაგების შემთხვევაშიაც კი АТР-ს რეიტინგის უძლიერესი ჩოგბურთელების ტოპ-ოცეულს არ დატოვებს.

ყველაზე უარესი - მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი თავის ტიტულს დაიცავს, მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელებს შორის მე-16 ადგილს შეინარჩუნებს.

Hamburg European Open-ის ფინალი 28 ივლისს შედგება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 1 მილიონ 718 ათას ევროს, საიდანაც გამარჯვებული 350 ათასზე მეტს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0