ლევან გიგინეიშვილი: მორალური ადამიანი უფრო ბედნიერია თუ პირიქით?

© photo: Eleonora Kvilitaia / FBლევან გიგინეიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გიგინეიშვილი მორალის ფენომენზე საუბრობს. იმაზე, თუ რა კავშირშია მორალი პიროვნების ბედნიერებასა და თავისუფლებასთან.

 

ლევან გიგინეიშვილი: მორალური ადამიანი უფრო ბედნიერია თუ პირიქით?

„ფილოსოფოსებს შორის დიდი კამათი და ჯახია იმაზე, თუ რა არის მორალი. არის გაგება, რომ მორალი და ბედნიერება ერთმანეთთან კავშირშია, რომ მორალური ადამიანი უფრო ბედნიერიცაა. ცალკე თემაა-მორალი და თავისუფლება, არის აზრი, რომ თავისუფალი ადამიანი მორალურიცაა. მეორე ხედვა ასეთია, რომ პირიქით, მორალი ზღუდავს თავისუფლებას, ის შხამია, რომელიც იჭრება ჩვენს დამოკიდებულებაში სავსე სიცოცხლესთან.“- ამბობს ლევან გიგინეიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.  

ლევან გიგინეიშვილი- ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით. შემდეგ ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ყველა ახალი ამბავი
0