სალომე ზურაბიშვილი: ღამღამობით ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით...
„თბილისს აქვს არაჩვეულებრივი სუნი საღამოს და ადრე. მე მახსოვს პირველ წლებში, როცა მანქანები არ დადიოდნენ და ფეხით გვიწევდა ყველგან სიარული, ღამღამობით ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით. ყველას ნახვა გვინდოდა ერთდროულად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, მისი ახალგაზრდობის თბილისს ჰქონდა მძიმე პირობები და თან ახლდა სირთულეები, თუმცა მაინც ჰქონდა ის თავისებურება, რაც შეგაყვარებდა თბილისს.