თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგში) ჰამბურგში АТР-500 სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ჟერემი შარდი (77) ორ სეტში – 6:2, 6:3 საკმაოდ ადვილად დაამარცხა. მატჩი საათი და 10 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილს მოწინააღმდეგეზე უპირატესობა თითქმის ყველა კომპონენტში ჰქონდა.
თითოეულ პარტიაში ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ბრეიკი გააკეთა.
ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი ალექსანდრ ზვერევსა (5, გერმანია) და ფილიპ კრაიინოვიჩს (58, სერბეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ანდრეი რუბლიოვი (78, რუსეთი) და ფაბიო ფონინსა (10, იტალია) და პაბლო კარენო ბუსტას (59, ესპანეთი) შორის გამარჯვებული დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. ქართველ ჩოგბურთელს АТР-ს რეიტინგში ამჟამად მე-16 ადგილი უკავია და აქტივში 1995 ქულა აქვს. მაგრამ თუ ბასილაშვილი თავის ტიტულს არ დაიცავს, დაკარგავს შარშან ჰამბურგში მოპოვებულ 500 სარეიტინგო ქულას და დაახლოებით 24-26-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
Hamburg European Open 28 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდია 1 718 ათასი ევრო. გამარჯვებული 350 ათასზე მეტ ევროს მიიღებს.