მეექვსე მცდელობა: „საქართველოს პატრიოტები“  შემოდგომაზე მოსკოვში გაემგზავრებიან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის დუმა
რუსეთის დუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტარები პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ

 

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik.  მოსკოვში ქართველი და რუსი დეპუტატების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება, განაცხადა РИА Новости–სთან საპარლამენტო  ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ.

საპარლამენტო ხაზით მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ლომიამ უპასუხა: „ეს სექტემბერში იქნება“. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი" ბათუმში აქციას გეგმავს: რა იქნება მთავარი მოთხოვნა

 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მოსკოვში 2017 წლის ივლისიდან საკუთარი ინიციატივით დადიან. მათი მოთხოვნა მოსკოვში ვიზიტებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ბოლო, მეხუთე შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში 15 ივლისს გამართა.  მაშინ გაიმართა რუსეთ–საქართველოს პარლამენტთაშორისი ჯგუფის  სხდომა.

ამჟამად „პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოს პარლამენტში შვიდი ადგილი აქვს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, თუმცა, ქვეყნები რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დაძაბულობის ახალი ტალღა

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია

მაშინ მკვეთრი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც რუსეთს „მტერი და ოკუპანტი" უწოდა. მისი აზრით, საქართველოში არეულობა „რუსეთის გარდა, ხელს არავის აძლევს".

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დარტყმას მიაყენებს, რამდენადაც ბოლო წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს.

დაძაბულობის ახალი ტალღა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში" მისი წამყვანის გიორგი გაბუნიას სკანდალურმა განცხადებებმა გამოიწვია. მან უცენზურო ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს. ამის საპასუხოდ  რუსეთის სახელმწიფო დუმამ საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღება გადაწყვიტა, რომელსაც მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტმა პუტინმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0