რუსეთი ყირიმში ეროვნული ავტონომიის შექმნას ანაქრონიზმად აფასებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახელმწიფო სათათბირო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალბეკის თქმით, მსგავსი განცხადებები რუსეთში ექსტრემისტულად შერაცხული და აკრძალული ორგანიზაცია „ყირიმელ თათართა მეჯლისის“ რეიტინგის რეანიმირების მცდელობაა, რომლის ლიდერებიც ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შემდეგ უკრაინაში წავიდნენ.

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ყირიმში „ეროვნული ავტონომიის“ შექმნის იდეა ანაქრონიზმია და ყირიმის რეგიონის წინააღმდეგ უკრაინის საინფორმაციო ომის ნაწილს წარმოადგენს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რუსლან ბალბეკმა.  

უკრაინის უმაღლესი რადა - Sputnik საქართველო
უჩვეულო ინიციატივა: ყირიმისა და დონბასის მოსახლეობამ უკრაინას პატიება უნდა სთხოვოს

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, დეპუტატობის კანდიდატმა ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა, რომ უკრაინა, ვლადიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, დაუბრუნდება ქვეყნის კონსტიტუციაში ყირიმის „ეროვნული ავტონომიის“ შესახებ პუნქტის შეტანის საკითხს.

თავის მხრივ, ყირიმელ თათართა ორგანიზაცია Къырым бирлиги-სა („ყირიმის ერთიანობა“) და საზოგადოებრივი საბჭოს ლიდერმა სეიტუმერ ნიმეტულაევმა განაცხადა, რომ „ყირიმელ თათრებს არანაირად არ აინტერესებთ უკრაინის ხელისუფლების წინადადება „ეროვნული ავტონომიის“ შესახებ ყირიმში, რაც არსობრივად რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა და მანიპულაციებია“.

„დღევანდლ ყირიმში ეს ანაქრონიზმია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყირიმისა და დონბასის წინააღმდეგ [ზელენსკის მიერ] დაანონსებული საინფორმაციო ომის ნაწილია. მაგრამ ისინი შეცდნენ, ვიანიდან არ იციან ნახევარკუნძულის თანამედროვე რეალიები. ყირიმელმა თათრებმა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მიიღეს რუსეთისგან ყველაფერი, რაზეც ოცნებობდნენ — ეს შეეხება ენის სტატუსს, რელიგიისადმი პატივისცემა სა და რეაბილიტაციას“, — აცხადებს ბალბეკი.

მისი თქმით, ზელენსკის გუნდში რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ ყირიმში ყველა უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრებაზე ოცნებობს. ეს კი, ბალბეკის აზრით, იმის დასტურია, რომ უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი იცის ყირიმზე.

ბალბეკის თქმით, მსგავსი განცხადებები რუსეთში ექსტრემისტულად შერაცხული და აკრძალული ორგანიზაცია „ყირიმელ თათართა მეჯლისის“ რეიტინგის რეანიმირების მცდელობაა, რომლის ლიდერებიც ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შემდეგ უკრაინაში წავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0