Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის ია ნინიძის ქალიშვილის ახალი შეყვარებული

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშინინო ნინიძე
ნინო ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწყები მსახიობის, ნინო ნინიძის და რუსი მსახიობის, მაქსიმ ვიტორგანის რომანის შესახებ რუსი ტაბლოიდები იუწყებიან

თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. მსახიობ ნინო ნინიძის და თეატრისა და კინოს რუსი მსახიობისა და რეჟისორის, მაქსიმ ვიტორგანის რომანის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ გავრცელდა.

„ჩემი კაშკაშა და გულწრფელი გიჟი“ - რეზო გიგინეიშვილი ახალი ცოლით აღფრთოვანებულია >>

სოციალურ ქსელებში ვიტორგანისა და ნინიძის ურთიერთობებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როდესაც წყვილი ერთ-ერთი სპეკტაკლის პრემიერაზე შენიშნეს. ტაბლოიდების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ვიტორგანის პოსტიც Instagram-ში, რომელშიც ის ნინო ნინიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

მაგრამ როგორც ჩანს, ოთხშაბათიდან მსახიობები ურთიერთობებს აღარ მალავენ, რადგან საზოგადოებაში ერთად გამოჩნდნენ - პრემიერაზე ფილმისა „გივ მი ლიბერთი“ (Give Me Liberty). ფოტოები არ გადაუღიათ, მაგრამ დარბაზში ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ.

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი
ვინ არის ია ნინიძის ქალიშვილის ახალი შეყვარებული - Sputnik საქართველო
რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი

აღსანიშნავია ის, რომ წელს ორივე მსახიობი თავის მეუღლეებს დაშორდა. მაქსიმ ვიტორგანი განქორწინდა ტელეწამყვან ქსენია სობჩაკთან, ხოლო ნინო ნინიძე - მსახიობ კირილ პლეტნიოვთან.

ნინიძისა და პლეტნიოვის ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი ალექსანდრე ეყოლათ. 2018 წელს მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

2012 წელს ნინო ნინიძემ „ვგიკის“ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, კინოში კი მისი დებიუტი შედგა 2010 წელს ფილმში „ერთხელ ყირგიზეთში“. მისთვის მნიშვნელოვანი იყო 2011 წელი, როდესაც მან ერთბაშად ორ ფილმში მთავარი როლები მიიღო (И не было лучше брата და Дуэль).

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ნინო ნინიძე
ვინ არის ია ნინიძის ქალიშვილის ახალი შეყვარებული - Sputnik საქართველო
მსახიობი ნინო ნინიძე

ნინო ნინიძე ია ნინიძის ქალიშვილია - ცნობილი ქართველი მსახიობის, რომელიც საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტია და საქართველოს სახალხო არტისტია (1995).

ყველა ახალი ამბავი
0