ჯუთაში რუსი ტურისტი დაშავდა – კადრები შემთხვევის ადგილიდან

© photo: Sputnik / Stringerმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა ტურისტი ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში რუსი ტურისტი ქალი მიიყვანეს, რომელიც ჯუთაში დაშავდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

„112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგში დაშავდა ტურისტი, რომელიც მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველთა ჯგუფი გაემგზავრა, რომელთაც ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4-კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრამვა ჰქონდა მიღებული.

მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0