თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. გარდაიცვალა ტუნისის პრეზიდენტი ას-ბაჯი ჰაიდ ას-სებსი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პოლიტიკოსი ხუთშაბათს, დილით ტუნისში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის 93 წლისა იყო.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს.
ას-სებსი სწავლობდა პარიზში, შემდეგ მუშაობდა ადვოკატად.
ტუნისის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა პრემიერის მრჩეველი. შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.
პრეზიდენტის პოსტი 2014 წელს დაიკავა და ზიმბაბვეს მეთაურის რობერტ მუგაბეს შემდეგ მეორე ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.