თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
საქართველოს ზღვისპირეთში 4-5 ბალის შტორმია მოსალოდნელი, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პარასკევს დილამდე დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, ხოლო ჩრდილოეთში, მთიან რაიონებში ძლიერი ქარი დაუბერავს. ძლიერმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს პატარა მდინარეების ადიდება, ასევე მეწყრულ-ღვარცოფული ნაკადები მთაში.