ტრაგედია ხულოს გზაზე – დაღუპულია ბაბუა და შვილიშვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„უაზის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ხულოში, ღორჯომის თემში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა და შუახნის მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა დღეს მთა სამარილესთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, „უაზის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

დაღუპულები ბაბუა და შვილიშვილი არიან.

ავარიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილს მართავდა. დაშავებული მამაკაცი ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტს სახის არეში მცირედი დაზიანებები აღენიშნება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

ყველა ახალი ამბავი
0