სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები

© photo: MFA of Georgia / FBზოგრაბ მნაცაკანიანი
ზოგრაბ მნაცაკანიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს მნაცაკანიანის პირველი ვიზიტია საქართველოში

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების საკითხი თბილისში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა და მისმა ქართველმა კოლეგამ დავით ზალკანიანმა განიხილეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ოთხშაბათს დაიწყო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

დავით ზალკალიანი და ზოგრაბ მნაცაკანიანი - Sputnik საქართველო
როგორ ჩაიარა სომხეთის მთავარი დიპლომატის პირველმა შეხვედრამ თბილისში

პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა. დავით ზალკანიანის განცხადებით, მისი კოლეგის სტუმრობა დასტურია საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების არსებობისა და მომავალში მათი გაღრმავების სურვილისა.

„მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თბილისში. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც არის ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენი ისტორიული, მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.  გვქონდა უაღრესად შინაარსიანი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფორმატებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაერთიანდება თუ არა საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ელექტროქსელები >>

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. მინისტრმა მეზობელი ქვეყნიდან ვიზიტორების მზარდ რაოდენობაზეც ისაუბრა, რაც ორი სახელმწიფოს დაახლოებას უწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ დადებითი, პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური მიმართულებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ სომხეთი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებზე. საგრძნობლად არის გაზრდილი სომხეთიდან ვიზიტორების ნაკადი. ისტორიულად ჩვენ შორის ყოველთვის არსებობდა უაღრესად მეგობრული , მჭიდრო ურთიერთობები და ამის შემდგომი განვითარება უაღრესად პრიორიტეტული და აქტუალურია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზოგრაბ მნაცაკანიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ესტუმრება: ვიზიტის მიზნები

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ აქტიურ კომუნიკაციას, რაც აისახა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში. მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის საქმიანობა და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

„მინდა ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა იმ დადებითი დინამიკის გამო, რაც არსებობს ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენი პრემიერ-მინისტრები ძალზედ აქტიურ დიალოგს აწარმოებენ ერთმანეთთან, იყო რამდენიმე ვიზიტი. ჩვენი პრეზიდენტებიც აქტიურად ურთიერთობენ, რამდენიმე კვირის წინ იყო სომხეთ-საქართველოს  მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რომელიც ძალზედ შინაარსიანი იყო და ბევრი საკითხი მოიცვა.  ჩვენ, ვცდილობთ სხვა წრეების დაკავშირებასაც, კერძოდ მნიშვნელოვანია ბიზნესწრეების დაახლოება, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტთაშორისი ურთიერთობის პლატფორმაც. ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა უწყებები, ყველანაირად ვცდილობთ აქტიურ ფაზაში იყოს ორმხრივი ურთიერთობები“ - განაცხადა ზოგრაბ მნაცაკანიანმა.

ხსნა სომეხი გადამზიდავებისთვის – საქართველო ზემო ლარსთან გვირაბს გაიყვანს >>

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნების მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა ვაჭრობის სფეროშია. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულშია.

ყველა ახალი ამბავი
0