გაზსაცავს ეკოლოგიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით შეამოწმებენ

გამოწერა
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. „საქართველოს გაზსაცავის კომპანიამ" წარმოადგინა წინასწარი ანგარიში ობიექტის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცედურების შესახებ, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობა სამგორის საბადოს სამხრეთი თაღის ბაზაზე იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.

გაზის საკომპრესორო სადგური - Sputnik საქართველო
რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ანგარიშს გარდაბნის რაიონის მერიას წარუდგენს.

წინასწარი პროცედურების თანახმად, გაზსაცავის მშენებლობამდე მოხდება იქ გამავალი ყველა ინფრასტრუქტურული ერთეულის იდენტიფიკაცია, აშენდება ამ ტერიტორიისკენ მიმავალი გზა, დამონტაჟდება სხვადასხვა ტექნიკა.

ამის შემდეგ დაიწყება ბურღვის სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ – გაზსაცავის მშენებლობა. მათ შორის აშენდება რეზერვუარები, ელექტრული ქვესადგური, შემოისაზღვრება ტერიტორია, ამის შემდეგ დაიწყება მილსადენების გაყვანა.

ვინ დააფინანსებს გაზსაცავის მშენებლობას საქართველოში>>

წინასწარი ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. მშენებლობის პირველ ეტაპზე ორი ჭაბურღილი გაიბურღება, ამას გარდა, მოპოვებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება გაზსაცავის პარამეტრები.

ყველა ახალი ამბავი
0