Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი კაშკაშა და გულწრფელი გიჟი“ - რეზო გიგინეიშვილი ახალი ცოლით აღფრთოვანებულია

© photo: nadineobolentseva / instagramრეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა ობოლენცევა
რეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა ობოლენცევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს დაბადების დღე ობოლენცევასთვის პირველია ცნობილი რეჟისორის მეუღლის ამპლუაში

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა თავის ახლადგამომცხვარ მეუღლეს, ნადეჟდა ობოლენცევას დაბადების დღე სოციალურ ქსელში Instagram გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით მიულოცა.

ვინ არის ქალი, რომელზეც რეზო გიგინეიშვილმა იქორწინა – ფოტოები >>

დღეს ნადეჟდა ობოლენცევა 36 წლის გახდა.

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მეგობარო, ჩემო კაშკაშა და გულწრფელო გიჟო, ჩემო ვარსკვლავო!“ - მიუწერა გიგინეიშვილმა თავიანთ ქორწილში გადაღებული ნადეჟდას ფოტოს.

ობოლენცევას სხვა ცნობილმა ადამიანებმაც - ეველინა ხრომჩენკომ, ეკატერინე მწითურიძემ, იგორ ვერნიკმა - მიულოცეს და ფოტოს კომენტარებში თბილი სიტყვები არ დაიშურეს.

View this post on Instagram

.. по дороге к 36 🤒 @yandex.taxi @yanadress @yanajewellery 🎈

A post shared by Nadezda Obolentseva (@nadineobolentseva) on

გიგინეიშვილისა და ობოლენცევას სასიყვარულო ურთიერთობაზე პირველად ხმები 2017 წელს გავრცელდა. მაშინ რეზო ოფიციალურად გაშორდა მეორე მეუღლეს, ნადეჟდა მიხალკოვას, ცნობილი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს. ოფიციალურად კი რეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა ობოლენცევა საზოგადოებაში ერთად 2018 წლის ივნისში გამოჩნდნენ სოჭში გამართულ „კინოტავრის“ ფესტივალზე. მას შემდეგ შეყვარებულები ურთიერთობას აღარ მალავენ.

მოსკოველი ნადეჟდა ობოლენცევა არის ინტელექტუალური კლუბ „418“-ის თანადამფუძნებელი. დამთავრებული აქვს ხელოვნებათმცოდნეობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. ორჯერ იყო გათხოვილი, ორივეჯერ - მილიონერ ბიზნესმენებზე. სხვათა შორის, რეზო ნადეჟდას ცხოვრებაში პირველი ქართველი არ არის. ობოლენცევას თაყვანისმცემლებს შორის იყო სპორტსმენი ანტონ სიხარულიძე.

ყველა ახალი ამბავი
0