საქართველოში რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა იკლო

გამოწერა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფულადი გადმორიცხვები 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში 7,1%-ით გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 806,1 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან 2019 წლის დასაწყისიდან 7,9%-ით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობამ 2019 წელს დაახლოებით 198,6 მლნ დოლარი შეადგინა.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

2019 წლის იანვრ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში დაახლოებით 109 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 2,2%-ით ნაკლებია.

საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც თბილისში 20 ივნისიდან დაიწყო და ასევე „პოსტ-სკრიპტუმის" სკანდალური გამოშვების შემდეგ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" მხარს არ დაუჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.

ყველა ახალი ამბავი
0