საქართველომ ბაქოს ევროპულ ფესტივალზე ექვსი მედალი მოიპოვა

გამოწერა
საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეცხრე ადგილზეა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოს XV ევროპულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ორ დღეში ექვსი მედალი – ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

ტურნირის მეორე დღეს ლუკა გუგეშაშვილმა (48 კგ) ფინალში რუს ბეკბულატოვთან წააგო და ვერცხლის მედალი მიიღო. ასეთივე შედეგი ჰქონდა ხვიჩა აბულაძეს (48 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ გურბანოვთან წააგო.

ქართველი სპორტსმენების გაცილება ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
დიდი იმედებით: ახალგაზრდა სპორტსმენები ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე გააცილეს

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკა ბროლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში, მაგრამ თავისუფალ ჭიდაობაში ბრინჯაო ერგო დავით აბდალაძეს.

პირველ დღეს ვერცხლის მედლები მიიღეს ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და რომეო ბერიძემ (55 კგ).

ტურნირის ორი დღის შემდეგ საქართველოს საერთო გუნდურ ჩათვლაში მეცხრე ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0