„საბურთალოს“ მწვრთნელი: ასეთ ძლიერ მეტოქესთან არასდროს გვითამაშია

© photo: Sputnik / Stringerსაფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრესკონფერენცია
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი მატჩი სამშაბათს თბილისში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ ზაგრებში ჩატარდება.

თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრების „დინამოსთან“ პირველ თამაშამდე ერთი დღით ადრე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართება.

„კარგია, რომ ზაგრების „დინამოს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება, სასიხარულოა, რომ დანი ოლმო თბილისურ მატჩში არ იქნება, თუმცა ამ გუნდს ძირითადად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს. „საბურთალოს" ზაგრების „დინამოს" დონის კლუბთან აქამდე არასდროს უთამაშია“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი თამაშის სტილის შეცვლას არ აპირებს.

„საბურთალოს" სტილი არ შეუცვლია, ამიტომ შემტევ ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მოკლდოვის „შერიფთან“ 1:3 ანგარიშით დამარცხდა  - Sputnik საქართველო
გამარჯვებად ქცეული წაგება: ფოტოები „საბურთალოს“ და „შერიფის“ მატჩიდან

ჭიაბრიშვილი შეეხო ასევე თბილისში გამართულ საპასუხო მატჩს ტირასპოლის „შერიფის“ წინააღმდეგ, რომელშიც მასპინძელი მე-11 წუთზე უკვე 0:3 აგებდა.

„ვნახე „შერიფთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ. საქმე უიღბლობაში იყო და არა მეტოქის დაუფასებლობაში. ჩვენ რომ სხვა განწყობით ვყოფილიყავით, 0:3-დან ვერ შემოვატრიალებდით. კონკრეტულად გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ არა ცალკეულმა ფეხბურთელებმა“, – განაცხადა მწვრთნელმა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი „საბურთალოს“ და ზაგრების „დინამოს“ შორის თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე 23 ივლისს შედგება. შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება.

ევროტურნირებზე ქართული გუნდების პოტენციური მოწინააღმდეგეების ვინაობა გაირკვა >>

„საბურთალო“ - ზაგრების „დინამოს“ მატჩის გამარჯვებული ტურნირის მესამე რაუნდში დაუპირისპირდება „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)/„ვალეტა“ (მალტა) წყვილის გამარჯვებულს.

ყველა ახალი ამბავი
0