პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულებას საფუძველი არ ჰქონდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliტელეკომპანია რუსთავი 2
ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაატა სალია იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განსხვავებული ვერსიები გაავრცელეს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულებას საფუძველი არ ჰქონდა, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ლიგო - Sputnik საქართველო
ხალვაში vs ოქრუაშვილი: „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ დავა გრძელდება

მისი თქმით, პირები, რომლებიც საკანონმდებლო ნორმების დარღვევაზე მიუთითებენ, დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებენ.

„განიხილა რა „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, გადაწყვიტა, რომ არ არის დასაშვები, ასევე გადაწყვიტა, რომ უნდა გაუქმებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“, – ამბობს პაატა სალია.

მისი თქმით, ვერც ერთი დღევანდელი კომენტარის ავტორი პირი ვერ მიუთითებს, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმა დაირღვა.

დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე მას დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი „რუსთავი 2“-ის საქმეში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს

ამის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეხუთე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებ-გვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.
წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
აქიმიძე და დვალი: ჩვენსა და „რუსთავი 2"-ს შორის ერთი ადამიანია და ის ქიბარ ხალვაში არ არის

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0