თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები თბილისის დროით 22:00 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6კმ-ში, სოფელი ბაჯიხევთან იყო.
მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ არის.