თბილისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ულამაზესი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.
წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფება, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.
„ჩემი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია. საერთო მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. გადავწყვიტეთ დაოჯახება.
მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ეს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი, ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. გვყავს ვაჟი ლუკასი, რომელიც მინდა ჩოგბურთელი გახდეს“, – ამბობდა ჩოგბურთელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავის მხრივ, ნეკასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩოგბურთელის ცოლობა რთულია. „ძალიან რთულია ჩობურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს“, – ამბობდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც აღმოჩნდა, ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე მშობიარობასაც კი ვერ დაესწრო, რასაც ძალიან განიცდიდა.
ამ დროისთვის ნეკა საქართველოში ცხოვრობს და დროდადრო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში აქტიურად ჩანს, ნიკოლოზი კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს და კარიერული აღმავლობის გზას ადგას.
წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ ჩანს და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.