მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უმაღლეს რადაში არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობამ 20%-ს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები დაბალ აქტივობას არჩევნებზე ზაფხულის პერიოდით ხსნიან

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, უმაღლეს რადაში არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობამ 20%-ს გადააჭარბა, ნათქვამია ტელეგრამ-არხის „Sputnik- Ближнее зарубежье“-ს ინფორმაციაში.

აქტივობის ქვედა ბარიერი არ არსებობს, ამიტომ არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში შემდგარად ჩაითვლება.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სადეპუტატო კორპუსის ნახევარს (225 ადამიანი) აირჩევენ პარტიული სიებით, ნახევარს - მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. რადაში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 5%-იან გამსვლელ ბარიერს გადალახავენ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„აქტივობა დაბალია. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია. მაგრამ ეს აიხსნება იმით, რომ ახლა ზაფხულია, შვებულებების პერიოდია, არჩევნები რიგგარეშეა. და ასევე იმით, რომ ხალხი პოლიტიკისგან გადაიღალა“, - განუცხადა РИА Новости-ს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინისტიკისა და ბელორუსისტიკის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბოგდან ბეზპალკომ.

თუმცაღა, აღნიშნა მან, „არჩევნები მიმდინარეობს, და ეს ზელენსკის წარმატებაა“.

„მისი პარტია იქნება პირველი მიღებული სადეპუტატო მანდატების რაოდენობით. კიდევ რამდენიმე პარტია წარმატებით ლახავს 5%-იან ბარიერს. „ოპოზიციური პლატფორმა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“, პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ - ესენი, სავარაუდოდ, გავლენ პარლამენტში“, - აკეთებს პროგნოზს ბეზპალკო.

ყველა ახალი ამბავი
0