დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

© photo: Enzel Mkoiani / FBენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენზელ მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელსაც გამოძიება საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება, საქართველოს პარლამენტის წევრს, დეპუტატს მმართველი პარტიიდან ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ომარ მახარაძე - Sputnik საქართველო
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის უნივერსიტეტიდან გაუშვეს

ნარინე გინოსიანს და მის ბუღალტერს ანჟელიკა ფუტულიანს, ბრალი სსკ-ის 182-ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 19 ივლისს მისცა.

მათ ბრალად ედებათ 9 ათასამდე ლარის მითვისება და გაფლანგვა. საუბარია თანხებზე, რომლებსაც ბაღების დირექტორი სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლებს დამატებითი ანაზღაურების სახით უხდიდა.

„როდესაც თანამშრომლები სამსახურიდან მიდიოდნენ, ვიდრე ახალს აიყვანდა, მის საქმეს სხვა თანამშრომლებს აკეთებინებდა და მერე დამატებით თანხას უხდიდა. ასეთი შემთხვევები მხოლოდ ორ ან სამ თვეს გრძელდებოდა ხოლმე. გამოძიება კი ნარინეს და მის ბუღალტერს, სწორედ ამ თანხების მითვისებას ედავება, რაც არ მომხდარა“, – განმარტავს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

ნარინე გინოსიანი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ მკოიანს მის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და დაემუქრა კიდეც.

„ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება უნდოდა და მეუბნებოდა, რომ ახალ მანქანას მიყიდიდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და ასე შემდეგ. ტელეფონზეც. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო, ბაღში საქმის გაფუჭებით დამემუქრა“, – აცხადებს ნარინე გინოსიანი.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
კანონი მოქმედებაში: ქუთაისში სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება ჯარიმით დასრულდა

ენზელ მკოიანმა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ქართულ მედიაში განცხადება გაავრცელა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

„მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს - შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, - აღნიშნულია მკოიანის განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0