მიზანი – ტურიზმის ხელშეწყობა: საქართველომ ინდოეთთან მორიგი მემორანდუმი გააფორმა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს დოკუმენტი  ხელს შეუწყობს რეალური ტურისტების და კეთილსინდისიერი ვიზიტორების საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას. 

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სავიზო პროცედურების გამარტივების მიზნით, ინდოეთში  საქართველოს საელჩოში ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ინდოეთი - Sputnik საქართველო
საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის ინდოეთში გაფორმებული  მემორანდუმის  მიზანი სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე - ინდოეთში - შემოწმებაა.  

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს დოკუმენტი  ხელს შეუწყობს რეალური ტურისტების და კეთილსინდისიერი ვიზიტორების საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით არსებული მექანიზმების დახვეწაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე.

ინდოეთში საქართველოს საელჩოში მხარეობს შორის გაფორმებული მეორანდუმი  რიგით მეორეა. ინდოეთის მოქალაქეებისათვის სავიზო პროცედურების დახვეწის მიზნით, საერთაშორისო ავტორიტეტულ კომპანია VFS Global-თან, ქართულ მხარეს უკვე გაფორმებული ჰქონდა ერთი  შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ინდოეთში ფუნქციონირებს 16 სავიზო პუნქტი.

ვისთან გამართავს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს>>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ხოლო VFS Global-ის მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კრის დიქსმა და ინდოეთის ჩრდილო და აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელმა ალოკ სინჰალმა.

ყველა ახალი ამბავი
0