ოქრუაშვილი: „დავით დვალს მილიონ ორასი დოლარი გადავუხადე“

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. დავით დვალს მილიონ ორასი ათასი დოლარი გადავუხადე, თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს, აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

„რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
პაატა სალია: ტელეკომპანიაში სავალალო ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

დღეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა პროკურატურას ოქრუაშვილის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა. ამასთან დაკავშირებით ოქრუაშვილმა დღეს „რუსთავი2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ ინტერვიუში ისაუბრა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, რომელიც ორი დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის კანონიერ მფლობელად აღიარა. ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, გაყალბებულია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე. სამი დღის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ვინ გითხრათ, რომ სახელმწიფო მოხელე ვიყავი მაგ პერიოდში. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადახდილი თანხა, 2006 წლის ჩათვლით, 2010 წლის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიყავი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი. ვცხოვრობდი ქვეყნის გარეთ და იქ ვავსებდი დეკლარაციას. დაკითხვაზე ნამყოფი ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ჩვენება, რომ დავით დვალს გადავუხადე მილიონ ორასი ათასი დოლარი. თუ ის თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს უკან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
რატომ მოითხოვს ოქრუაშვილის დაკითხვას „რუსთავი2“-ის დამფუძნებელი

ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავისი „წილის“ 80%-ის ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის გადაცემას გეგმავს.

„შეხვედრას რაც შეეხება, იქნება გვიან. ძალიან მარტივი განცხადება გავაკეთე გუშინ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები, რა უნდა პირობითაც ოქრუაშვილს. მე ვაპირებ, ჩემი მოთხოვნის 80 პროცენტი დავუთმო 10-მდე მოტივირებულ, მებრძოლ ჟურნალისტს, ამაზე მექნება მათთან საუბარი. გვარებს წინასწარ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრა გვიან ღამით შედგება.

თავის დროზე ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო. 2003 წლის შემოდგომაზე ოქრუაშვილმა მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას“, იმავე წლის დეკემბერში ის გახდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული, ხოლო 2004 წლის იანვარში, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ - გენერალური პროკურორი.

„რუსთავი2“-ის თანამშრომლების სამი მოთხოვნა და ახალი დირექტორის პასუხი >>

2004 წლის ივნისში ის ჩაუდგა სათავეში შსს-ს, დეკემბერში - თავდაცვის სამინისტროს. 2006 წლის ნოემბერში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ ერთ კვირაში ის გადადგა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური