ნარკოდანაშაული ბაღდათში: პოლიციამ კერძო პირის ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო

CC0 / Pixabay / კანაფი
კანაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
50 წლის მამაკაცს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძო ეზოში მოყვანილი კანაფი - Sputnik საქართველო
ახალციხეში ველური კანაფის პლანტაციები აღმოაჩინეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა კანაფი სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 265-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0