მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიწისძვრა საბერძნეთში – საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი გახსნა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრის სეისმოგრამა
მიწისძვრის სეისმოგრამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საელჩო მზადაა, მიწისძვრის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი გაიხსნა მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელიც ათენთან ახლოს პარასკევს მოხდა, ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ Facebook–გვერდზე.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
თბილისში მიწისძვრა მოხდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებით, 5,3 მატნიტუდის მიწისძვრა საბერძნეთში ათენთან ახლოს მოხდა. მასმედიის საშუალებების ინფორმაციით, ათენის მოსახლეობა მიწისძვრის გამო შენობებიდან ქუჩებში გამორბოდა.

„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა ესაჭიროებოდეთ საქართველოს საელჩოს დახმარება, დღეს, საბერძნეთის დროით 14:30 საათზე, ათენიდან 23 კილომეტრში რიხტერის შკალით 5,3 მიწისძვრის შედეგად, შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი +30 699 577 97 93“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0