Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მდიდარ საცოლეს ვეძებ!“ – ზალიკო ბერგერი გულახდილ განცხადებას ავრცელებს

© photo: Zaliko Berger / FBზალიკო ბერგერი იბიცაზე
ზალიკო ბერგერი იბიცაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხიარული დიზაინერი ზალიკო ბერგერი ხუმრობას არ წყვეტს. ვნახოთ, რა მოიფიქრა ამჯერად ზალიკო ხეცურიანმა...

დიზაინერი ზალიკო ბერგერი დიდი ხანია სასურველი სასიძოა. დედა და უახლოესი მეგობრები უკვე ორი ათეული წელია მის გაბედნიერებას მოუთმენლად ელიან. უცნობი არაა, რომ ზალიკო სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.

მის ვიდეოებს და პირდაპირ ჩართვებს უამრავი ნახვა აქვს. გარდა ამისა, ვიდეოში არაფხიზელ მდგომარეობაში წარმოთქმულ ფრაზებს საზოგადოება მომენტალურად იტაცებს და იმეორებს. მასზე არაერთი სკეტჩი გადაიღეს და სატელევიზიო გადაცემებში პაროდიებსაც არ აკლებენ.
უყვარს მეგობრები, ქარიზმატული ადამიანები, ღამის ცხოვრება, ალკოჰოლური სასმელები და ამას არ მალავს. საკმარისია Instagram-ის მის ოფიციალურ გვერდს გადახედოთ, შეამჩნევთ, რომ მარტო გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.
Facebook-ზე გაზიარებულმა ბოლო პოსტმა თაყვანისმცემლები ჩიხში საბოლოოდ შეიყვანა. გაუგებრობა იმ ვითარებამ გამოიწვია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ზალიკომ საკუთარი იმიჯის გარშემო შექმნა. ჯერ იყო, მეგობრებს გაუზიარა ფოტო წარწერით "მე და ჩემი ცოლი" და აჟიოტაჟი გამოიწვია, ახლა კი თიკო სადუნიშვილთან 9 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ახალი წარწერით „მდიდარ საცოლეს ვეძებ!“
ფოტოზე ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი საქორწილო კაბაშია გამოწყობილი და კოქტეილს მიირთმევს, ხოლო ზალიკო შავ სადა კოსტიუმში საზეიმოდაა ჩაცმული. ბუნებრივია, წინა პოსტის მსგავსად, სახუმარო ტექსტები ამ ფოტოსაც მოჰყვა...

„ვინც ეძებს ის პოულობს!" – წერს მაკა ღონღაძე;

„ზაალ, ძვირფასო, გააჩნია სიმდიდრეს რას ეძახი... ღირებულება უნდა დააზუსტო“ – ხუმრობს მარინე ჯიქია; „ჭკვიანი კაცი ხარ, ვეღარაფერს დავამატებ!“ – აკომენტარებს კოკო ყიფიანი.

ყველა ახალი ამბავი
0