თუ ოქროს ნივთის ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა გახსოვდეთ: ლამაზი ნაკეთობა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ხარისხიანი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ძვირფასი ლითონის სამკაულის შეძენისას.
უმთავრესი კრიტერიუმი — ეს ოქროს სინჯია („პრობა), რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი გრამი წმიდა ოქრო შედის სამკაულში.
ქვემოთ თანამედროვე სინჯების ჩამონათვალს, მათ მნიშვნელობასა და ღირსებებს გაგაცნობთ.