„სარაევოს გული“ – ქართული ფილმები ფესტივალის ჯილდოსთვის იბრძოლებენ

© photo: Sputnik / Sergey Grizunov / გადასვლა მედიაბანკშისარაევო
სარაევო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ წელს კინოფესტივალის პრიზისთვის „სარაევოს გული“ 53 კინოფილმი შეეჯიბრება ერთმანეთს ოთხ კატეგორიაში.

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 16-23 აგვისტოს გაიმართება ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარდგენილი, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ შედგა კანის კინოფესტივალზე. 

ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალი - Sputnik საქართველო
ბრძოლა საკუთარ სულში ჩასახლებულ მხეცთან: ლოკარნოში ქართულ ფილმს აჩვენებენ

ფილმი ქართული კინოკომპანია Takes Film-ისა და შვედური French Quarter Film-ის ერთობლივი ნაწარმია.

გარდა ამისა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს ირინე ჟორდანიას „მარქსის ქუჩა“ — ეს მსოფლიო პრემიერა იქნება. ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში წარდგენილია პეტრე თომაძის „ღამის სეანსი“. ეს ფილმის რეგიონული პრემიერა იქნება.

სულ წელს კინოფესტივალის პრიზისთვის „სარაევოს გული“ 53 კინოფილმი შეეჯიბრება ერთმანეთს ოთხ კატეგორიაში.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი პროგრამის #TalentsSarajevo ფარგლებში ტრადიციულად უმასპინძლებს ახალგაზრდა, წარმატებულ კინემატოგრაფისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს პროგრამის მეცამეტე გამოშვებისთვის შერჩეულია ორი ქართველი მონაწილე – პროდიუსერი ვლადიმერ ჩიხრაძე და კინოკრიტიკოსი ალექსანდრე გაბელია.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია–ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0