„ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს

© photo: Sputnikთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანიშვილის სიტყვებით, აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის შექმნა დაკავშირებულია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მმართველი პარტია  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონულ ორგანიზაციას ჩაუდგება სათავეში, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა

ივანიშვილის სიტყვებით, აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის შექმნა დაკავშირებულია პარტიის გადაწყვეტილებასთან მოსახლეობასთან აქტიური მუშაობის გაძლიერების შესახებ.

„დღეს ჩვენ აჭარის პარტიული რეგიონული ორგანიზაცია დავაფუძნეთ, რომელსაც სათავეში აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ჩაუდგება. ყოველივე ეს უნდა გაფორმდეს ყრილობაზე, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობას სათავეში 2018 წლის 22 ივლისიდან უდგას. მანამდე იგი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ.

2014-2016 წლებში რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო. განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.

2013-2017 წლებში იყო  „აჭარისწყალი ჯორჯიას" მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი.

2012-2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  „ჩივინგის" პროგრამის სტიპენდიანტი, შემდეგ კი საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის მიმართულებით გახდა მაგისტრი.

რიჟვაძე 30 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0