ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიმართება

© Sputnik / Denis Aslanovზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ძირითადი თემებია – 90-იანი წლების ლიტერატურული ავანგარდი, ენა და პოეზია, სისტემა და საზოგადოება, ქართული რეივი.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ F5-ში ცნობილი ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 20-21 ივლისს გაიმართება.

ზუგდიდის ფესტივალი, რომელიც, ტრადიციულად, მოიცავს ლიტერატურულ და მუსიკალური პროგრამებს, მეორედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ორი ახალგაზრდა ქართველი პოეტი – ნიკა ლაშხია და გიორგი შონია, ფესტივალის მხარდამჭერები კი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და გამომცემლობა „ინტელექტი".

ციხესიმაგრე ანაკლიაში - Sputnik საქართველო
„კოლხი და..." ანაკლიაში, ანუ მეგრულად ამღერებული ბრიტანელები და ირლანდიელები

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში რეგიონების ჩართულობის ხელშეწყობა.

წელს F5-ის ლიტერატურულ ნაწილში მონაწილეობენ ისეთი ქართველი ლიტერატორები, როგორებიც არიან გიორგი ლობჟანიძე, დიანა ანფიმიადი, დათო ჯიქია, ალექს ჩიქვინაძე, შოთა იათაშვილი, დათო ჩიხლაძე, დათო რობაქიძე, ირმა ტაველიძე, ივა ფეზუაშვილი, სემიონ ხანინი.

ფესტივალში 2019 წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას უცხოელი სტუმარი, მწერალი და პოეტი, ლატვიელი სემიონ ხანინი.

ფესტივალის ძირითადი თემებია – 90-იანი წლების ლიტერატურული ავანგარდი, ენა და პოეზია, სისტემა და საზოგადოება, ქართული რეივი.

რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამებს, მასში მონაწილეობენ მებო ნუცუბიძე და გიორგი ძამუკაშვილი. ფესტივალი კაფე-ბარ Art House-ში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0